FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 16 მარტი 2023

2023 წლის 23 მარტი, 14:00 საათი

 

დღის წესრიგი:

1.    სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამასთან 
დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე 
წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
2.    სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ეკონომიკის“ 
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
3.    შპს თბილისის თავისუფალი აკადემიის „ქართულ ენაში მომზადების“ 
საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საბჭოს რეკომენდაციების 
შესრულების თაობაზე  წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
4.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაციის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით 
აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
5.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მასალათმცოდნეობის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
6.    სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეკონომიკის" საბაკალავრო 
პროგრამასთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების 
თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
7.    სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეკონომიკის"  სამაგისტრო 
საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭოს 
რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
8.    სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ქართული ენისა და ლიტერატურის" საბაკალავრო, „ქართული ლიტერატურის", "ლინგვისტიკის" და "ქართველური ენათმეცნიერების" სამაგისტრო და "ფილოლოგიის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის საკითხი.


საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში. 

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით, შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

 

Join Zoom Meeting: https://us02web.zoom.us/j/89316847821?pwd=SlZYa01sTHd1WUlpQVhlYnI5SXhWdz09
Meeting ID: 893 1684 7821
Passcode: 977147