ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებმაც ავტორიზაცია გაიარეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დამტკიცებამდე, 2024 წლის 1 სექტემბრისთვის უნდა უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა (იმავე კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმებისას) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ შესაბამისად.
„ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ, ახალი სტანდარტების დანერგვისა და ადმინისტრაციული წარმოებების საკითხებში, ისარგებლონ ინდივიდუალური მხარდაჭერითა და კონსულტირებით.
ზემოხსენებული მიზნით, დაწესებულებებს შეუძლიათ, კითხვები გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე - schools-consulting@eqe.ge, ასევე დაემატონ Facebook პლატფორმაზე, დახურულ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/988736021676879 .