მიმდინარე წლის 22 მარტს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ დამსწრე წევრების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტების ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.