მიმდინარე წლის 22 მარტს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა, რომლის ფარგლებშიც საბჭომ იმსჯელა, წინადადებების მიღების პერიოდში (01.03.2023-20.03.2023) დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.