FAQ

გაიმართა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

22 მარტი 2023

მიმდინარე წლის 22 მარტს,  ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა, რომლის ფარგლებშიც საბჭომ იმსჯელა, წინადადებების მიღების პერიოდში (01.03.2023-20.03.2023)   დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.