მიმდინარე წლის 22 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს V სხდომა გაიმართა. საბჭომ იმსჯელა სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ.