განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული სემინარების ციკლის მორიგი სტუმარი იყო განათლების პოლიტიკის, მართვის და დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა. მან ჩაატარა სემინარი თემაზე „განათლების სისტემის მართვა“.
სემინარი, ტრადიციულად, ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ გახსნა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა განათლების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისთვის, დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.
ლექცია-სემინარს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, სტუდენტები და განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები.
სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
სემინარების ციკლის გაგრძელებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მომავალ წელსაც გეგმავს.