FAQ

გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან

24 მარტი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში  გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.


შეხვედრაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ სტუდენტებისათვის გამართა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ცენტრის საქმიანობის გაცნობას, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, სტუდენტების უფლებებსა და მათი ჩართულობის ფორმებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციას და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.


შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დროსაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან