მიმდინარე წლის 27 მარტს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც საბჭომ დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.