განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, სამუშაო შეხვედრა გამართა საგანმანათლებლო პროგამების აკრედიტაციის საბჭოს ახლადარჩეულ წევრებთან. https://eqe.ge/.../umaghlesi-saganmanatleblo-programebis...
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლაშა მარგიშვილი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახლადარჩეული წევრები, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურების წარმომადგენლები.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკეულ აკადემიურ წელს სხვადასხვა სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია ხორციელდება. მაგალითად, 2022 წელს კლასტერულად შეფასდა ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. 2023 წელს კი იგეგმება ხელოვნების, სპორტის, ტურიზმის და სამხედრო საქმისა და თავდაცვის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია.
აკრედიტაციის საბჭოს წევრებმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს საკანონმდებლო მოთხოვნები და სტანდარტები, რაც მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების ობიექტური და ინფორმირებული შეფასების პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის.
შეხვედრის დროს განიხილეს კლასტერული აკრედიტაციის შეფასების სპეციფიკა, საბჭოს საქმიანობის პრინციპები, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პრინციპები, სადოქტორო და ერთობლივი პროგრამების შეფასების სპეციფიკა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხები, შეფასების პროცესის ეთიკური საკითხები, ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, სამედიცინო განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებელი და ა.შ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აკრედიტაციის საბჭოს წევრები ასევე გაეცნენ ცენტრის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიით განსაზღვრულ პროექტებში ჩართულობას და მიღწეულ პროგრესს, ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) წლის 2022 წლის აქტივობებს, უნგრეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (MAB) თანამშრომლობის შედეგებს სადოქტორო განათლების შეფასების პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ERASMUS+-ის პროექტებში (SQUARE, PROFORMANCE, ETHICS და ა.შ.) ჩართულობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით, სწავლება-სწავლის პროცესის გაუმჯობესების, კვლევის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის, სადოქტორო პროგრამების განვითარების მიმართულებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს USAID-თან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება აქვს USAID "სამართლის უზრნაესობის პროგრამის" ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასტუმრო თბილისი მერიოტში, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის დაფინანსებით.