მიმდინარე წლის 4 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, zoom პლატფორმის გამოყენებით, გაიმართა ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს პირველი გაცნობითი შეხვედრა. საბჭოს წარედგინა პრეზენტაცია დარგობრივი საბჭოს უფლებამოსილებისა და რეგლამენტის შესახებ. ამასთანავე დაიგეგმა მომდევნო სხდომის დღის წესრიგი.