FAQ

პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

11 აპრილი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ლაბორატორიის ტექნიკური ასისტენტის პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

 

"მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში უწყვეტი განათლების მიმართულებით სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიმართულებით მსგავსი პროგრამა განხორციელდა. მოხარულნი ვართ, რომ დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს გადავცემთ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს- სერტიფიკატებს. ეს ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული პროფესიული მომზადება-გადამზადების მოქნილი სისტემა შრომის ბაზრის ცვალებად მოთხოვნებზე საპასუხოდ. ვულოცავთ უნივერსიტეტს, კურსდამთავრებულებს და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ დამსაქმებლებს“- აღნიშნა კახაბერ ერაძემ. 

 

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, სამედიცინო კორპორაციების და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა