FAQ

შეხვედრა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით

12 აპრილი 2023

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 აპრილს, Zoom პლატფორმის გამოყენებით, გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრას  ესწრებოდა 118 პირი, რომლებიც წარმოადგენენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამები, რომელიც შემუშავებულია ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, პროგრამის ელექტრონულ სისტემაში (TVET.EMIS.GE) რეგისტრაციის გზით. 
შეხვედრაზე განიხილულ იქნა  პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის (დადასტურების)  წარმოებების ფარგლებში ანალიზის შედეგად გამოვლენილი მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები. 

 

დამსწრე პირებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული სახის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს ცენტრი მომავალშიც შესთავაზებს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს.