მიმდინარე წლის 20 აპრილს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საბჭომ იმსჯელა წინადადებების მიღების პერიოდში (29.03.2023-18.04.2023) დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.