FAQ

სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს VII სხდომა გაიმართა

20 აპრილი 2023

მიმდინარე წლის 20 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს VII სხდომა გაიმართა. 

საბჭომ კენჭი უყარა და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტის ცენტრის დირექტორთან დასამტკიცებლად წარდგენას.