FAQ

ENQA-ს ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

21 აპრილი 2023

19-21 აპრილს საქართველომ ENQA-ს წევრების ფორუმს უმასპინძლა.

 

ფორუმის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო ბიზნესადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდთან (FIBBA), სომხეთის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრთან (ANQA) და მოლდოვის განათლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოსთან (ANACEC) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

 

მხარეები ითანამშრომლებენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის სამუშო შეხვედრების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარებას, ასევე თანამშრომლები, ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

ENQA-ს ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა