2023 წლის 01 მაისი, 12:00 საათი
დღის წესრიგი:
1. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის "ისტორიის" საბაკალავრო, "საქართველოს ისტორიის" და "არქეოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "არქეოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს თავისუფალი უნივერსიტეტის "საერთაშორისო ურთიერთობების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის არაგეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა;
4. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საერთაშორისო ურთიერთობების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის შედეგების განხილვა;
5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ევრაზიის და კავკასიის კვლევების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის შედეგების განხილვა;
6. შპს კავკასიის უნივერსიტეტის "კომპიუტერული მეცნიერების" ინგლისურენოვანი ერთობლივი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით
Join Zoom Meeting: https://us02web.zoom.us/j/89048958762?pwd=clJFM050K3pHc3JhaGZ2RDJZWDRtQT09
Meeting ID: 890 4895 8762
Passcode: 268851