FAQ

თვითშეფასების კითხვარების განხილვა

2 მაისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების განახლებული კითხვარების პროექტების განხილვის მიზნით.


სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. 


შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს დამსწრე პირებმა წარმოდგენილი დოკუმენტები. მონაწილეთა უკუკავშირები გათვალისწინებულ იქნება თვითშეფასების განახლებული კითხვარების საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბების პროცესში.


სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ,,ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის თვითშეფასების მიმართულებით.