კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 31 მაისს 15:00 საათზე, გაიმართება სტომატოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მორიგი სხდომა. საბჭო მოისმენს, შიდა ჯგუფის მიერ მომზადებულ, პრეზენტაციას სტომატოლოგიის დარგობრივი მახასიათებლის შესახებ.
სხდომა გაიმართება სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. (მე-4 სართული; საკონფერენციო დარბაზი)