მიმდინარე წლის 5 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა საბუღალტრო აღრიცხვის დარგობრივი მახასაითებლის სწავლის სფეროს აღწერის შესახებ.სხდომაზე პრეზენტაცია წარადგინა საბჭოს მდივანმა მედეა ზურაბიშვილმა. მომდევნო სხდომა 22 მაისს 15:00 საათზე გაიმართება. დასწრების ბმული: https://us02web.zoom.us/j/86812579154?pwd=WVN6Y3h3YklSaHJtUU5YSUxNU0JWQT09