FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ENQA-ს პრეზიდენტისგან ოფიციალური მადლობის წერილი მიიღო.

15 მაისი 2023

2022 წელს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეირჩა და მას მიენიჭა პრიორიტეტი სხვა ბევრ ქვეყანას შორის, რომ 2023 წელს ემასპინძლა ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმისთვის. 

 

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ევროპის 32 ქვეყნის 55 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელებმა, სააგენტოების თანამშრომლებმა, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის - EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა. 

 

ENQA-ს წევრების საერთაშორისო ფორუმზე განიხილეს ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ტენდენციები.  ფორუმს დაესწრო 110 მონაწილე.

 

2023 წლის 11 მაისს ცენტრმა მიიღო ENQA-ს პრეზიდენტის, დუგლას ბლექსტოკის ოფიციალური მადლობის წერილი, რომლითაც ცენტრსა და მის თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. 

 

წერილში აღნიშნულია, რომ ფორუმი, როგორც ლოგისტიკური, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით, შესანიშნავად იყო დაგეგმილი და ჩატარებული. პერსონალურად ENQA-ს პრეზიდენტი და ფორუმის თითოეული მონაწილე აღფრთოვანებული დარჩა ცენტრის თანამშრომლების პროფესიონალიზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით. მადლობის წერილში ასევე აღნიშნულია ცენტრის თანამშრომლების ეფექტური კომუნიკაცია ENQA-ს სამდივნოსთან და ფორუმის მონაწილეებთან.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2019 წლის 25 აპრილს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 წლის ვადით მიენიჭა ENQA-ს სრული წევრის სტატუსი. 

 

ENQA-ს ექსპერტების შეფასებით, საქართველოში არსებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტადნარტები და პროცედურები, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015). 

 

ENQA-ს სრული წევრის სტატუსის ქონა ცენტრისთვის ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამების ფასდებიან იმ სტანდარტებით, პროცედურებითა და მიდგომებით, რომლითაც გადიან შეფასებას ევროპაში მოქმედი უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო პროგრამები.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ENQA-ს პრეზიდენტისგან ოფიციალური მადლობის წერილი მიიღო.