განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ინტენსიურად გეგმავს და ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებისა და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებს.
ამ ფორმატში, სამსახურის ორგანიზებით, ცენტრში გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებისა და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული ექსპერტების მონაწილეობით.
შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს მხრიდან გაკეთდა ხარისხის ექსპერტთა სამწლიანი საქმიანობის მოკლე შეჯამება და გაჟღერდა ძირითადი აქცენტები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ექსპერტთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობას გახდის უფრო ეფექტურს და გადაწყვეტილებებს, მეტად დასაბუთებულს.
შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია, სადაც განიხილეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების შეფასების არსებული პრაქტიკა და მიდგომები, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელების დეტალები, დარგისა და ხარისხის ექსპერტების თანამშრომლობის საკითხები ვიზიტის განხორცილების დროს.