FAQ

WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
21 დეკემბერი 2014

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გადასცა.
 
ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ კოლეჯებში „იკაროსსა“ და „სპექტრში“ ორი დღის განმავლობაში - 19 და 20 დეკემბერს მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 22 წლამდე ასაკის შემდუღებლები, ვებდიზაინერები, მზარეულები, ფლორისტები, სარესტორნო სერვისისა და საპარიკმახერო საქმის სპეციალისტები. გამარჯვებულები თითოეულ პროფესიაში შესაბამისი ჟიური შეფასებების შედეგად გამოვლინდნენ.
 
სამზარეულო საქმე
8 მონაწილე
I ადგილი - გიორგი ჭეიშვილი
II ადგილი - შამილ კალიაევი
III ადგილი - ეკა ასლანიკაშვილი
ექსპერტი როდამ ხიდეშელი
 
საპარიკმახერო საქმე
6 მონაწილე
I ადგილი - ლია ბულაური
II ადგილი - შორენა ჯოხარიძე
III ადგილი - ნინო ჯიქური
ექსპერტი ნატალი თოლორაია
 
შედუღება
4 მონაწილე
I ადგილი - მალხაზ ჩიფჩიური
II ადგილი - თორნიკე აბულაძე
III ადგილი - ლაშა საკანდელაშვილი
ექსპერტი გაბრიელ ვატიტაძე
 
სარესტორნო სერვისი
7 მონაწილე
I ადგილი - ლეონარდო სტეფანოვი
II ადგილი - ირაკლი ლორია
III ადგილი - სოფიკო ნადირაძე
ექპერტი ნუგზარ ზარნაძე
 
ფლორისტიკა
6 მონაწილე 
I ადგილი - ანა ვაშაძე
II ადგილი - რიტა ძაძამია
III ადგილი - ნანი ჯიშკარიანი
ექსპერტი - ზურა შევარდნაძე
 
ვებდიზაინი
6 მონაწილე
I ადგილი - ანდრო ველიჩკო
II ადგილი - ცოტნე ნაზარაშვილი
III ადგილი - გიორგი ხურციძე
ექსპერტი სერგო კარაკოზოვი
 
 
WorldSkills Georgia 2014 - ეროვნულ  შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები მონაწილეობას  მიიღებენ WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის აგვისტოში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში.