2023 წლის 30 მაისი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ფსიქოლოგიის (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
2. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ტრანსპორტის" და "სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
3. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
4. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
5. შპს კავკასიის უნივერსიტეტის "დიპლომირებული მედიკოსის" ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
6. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
7. შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით
Join Zoom Meeting: https://us02web.zoom.us/j/81449949578?pwd=YVJkczR4ZjNNNTY1b3doekl3clFUQT09
Meeting ID: 814 4994 9578
Passcode: 475897