FAQ

ბაღების მხარდამჭერი აქტივობები გრძელდება

23 მაისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF მხარდაჭერით დაიბეჭდა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი“.

 

ბაღების მხარდამჭერი აქტივობების ფარგლებში აღნიშნული სახელმძღვანელო საჩუქრად  გაეგზავნა რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ყველა საჯარო და კერძო ბაღს, ასევე ბაღების გაერთიანებებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

 

გზამკვლევში აღწერილია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები, თითოეულ სტანდარტში შემავალი კომპონენტები, ინდიკატორები, მათი მიღწევისა და შესრულების გზები. თითოეული ინდიკატორის მიხედვით მოცემულია თუ რა სავალდებულო მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებს კანონმდებლობა დაწესებულებებს და როგორია აღნიშნული მოთხოვნების შესრულების ალტერნატიული გზები. 

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას - ტრენინგების, შეხვედრების, კონსულტაციების ფორმატში.

 

გზამკვლევი ელექტრონული ვერსია იხილეთ: https://eqe.ge/ka/page/static/1043/avtorizaciis-procedura 

ბაღების მხარდამჭერი აქტივობები გრძელდება