გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილია საბიუჯეტო კოდექსის და სხვადასხვა ნორმატიულ აქტში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ცვლილებები ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშების დახურვასა და მათ გადატანას სახელმწიფო ხაზინაში.
სახაზინო სამსახურის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განესაზღვრა სახაზინო კოდები.
ცვლილებების შესაბამისად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული ყველა ტიპის მომსახურების საფასურის გადახდა როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირებმა 2015 წლის 5 იანვრიდან ხაზინის მიერ მინიჭებულ სახაზინო კოდზე უნდა განახორციელონ.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 2 200 220 (3514)