FAQ

გრძელდება შეხვედრების ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან

29 მაისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში  გაიმართა მორიგი შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.


 შეხვედრაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის , პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთევან ციხისელმა, სტუდენტებისათვის გამართა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ცენტრის საქმიანობის გაცნობას, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, სტუდენტების უფლებებსა და მათი ჩართულობის ფორმებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციას და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს. 


შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.

შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დროსაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

გრძელდება შეხვედრების ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან