FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ევროპის განათლების ფონდის (ETF) დირექტორისგან ოფიციალური მადლობის წერილი მიიღო

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
5 ივნისი 2023

2022 წელს, საქართველოს, ETF-ში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე მიეცა შესაძლებლობა ემასპინძლა ევროპის განათლების ფონდის ფორუმისათვის. 

 

მსგავსი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების განვითარების კუთხით და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

 

 ფორუმში მონაწილოება მიიღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ETF-ის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა. ასევე, საქართველოში პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების მიმართულებით  ყველა დაინტერესებული მხარემ.

 


 აღსანიშნავია, რომ ფორუმი ყოველ წელს ევროპის განათლების ფონდის (ETF) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ETF-ის წევრია 28 ქვეყანა, მათ შორის, სერბეთი, ისრაელი, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა.

 

წერილი