3 დეკემბერი 2014
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა, ელენე ჯიბლაძემ და ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, პროფესიული სწავლების, განსაკუთრებით კი პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობისა და პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების ობიექტური და ადეკვატური შეფასებისთვის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობას.