FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის განახლებისთვის ემზადება

9 ივნისი 2023

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წელს წარმატებით გაიარა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) გარე შეფასება და დარეგისტრირდა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

ამჟამად, ცენტრი ემზადება ENQA-ს წევრის სტატუსისა და EQAR-ში რეგისტრაციის განახლებისთვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ცენტრში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეიქმნა თვითშეფასების ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიმუშავა თვითშეფასების ანგარიშის პროექტი. ცენტრის თვითშეფასების ანგარიშის პროექტში ასახულია ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია უმაღლესი განათლების ხარიხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებასთან.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა და ანალიზი. აქედან გამომდინარე, გიზიარებთ ცენტრის თვითშეფასების ანგარიშის პროექტს:

გთხოვთ, არსებობის შემთხვევაში, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები მოგვწეროთ 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: higher.ed@eqe.ge

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის განახლებისთვის ემზადება