FAQ

ბათუმში მე-2 საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაიმართა

19 ივნისი 2023

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF),  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით,  ბათუმში  მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - „ადრეული განათლება და ზრუნვა“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა.


კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ნინო ხითარიშვილი. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმის ანალიზი და მიაწოდა ინფორმაცია შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
 

მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fb.watch/l6Go-Y5MIA/ 


პარალელური სესიის ფარგლებში, გაკეთდა მოხსენება ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის, მარიამ გოგინაშვილის მიერ. 


მოხსენების თემას წარმოადგენდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სტანდარტები - კურიკულუმი და ოჯახისა და თემის ჩართულობა.


კონფერენციას ესწრებოდა 100-ზე მეტი მონაწილე 11 ქვეყნიდან, მათ შორის: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს ექსპერტები, პრაქტიკოსები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

ბათუმში მე-2 საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაიმართა