FAQ

ბაღების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის კურიკულუმის ექსპერტთა გადამზადება განხორციელდა

19 ივნისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკოორდინაციო ჯგუფისთვის მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობების შესახებ შუალედური ანგარიშის წარდგენა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა და მოსაზრებების მოსმენა.


შეხვედრა გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ  კახაბერ ერაძემ. მან ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომლებზეც იმუშავა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან ერთად და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის.


ჯგუფის სხდომაზე ასევე განხილული იქნა იმ საკითხების, მექანიზმებისა თუ მეთოდოლოგიური დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შემუშავებისთვის დაწესებულებების მხრიდან დაფიქსირდა და გამოიკვეთა დახმარების საჭიროება. საკოორდინაციო ჯგუფის წევრების ჩართულობით დაიდენტიფიცირდა 5 ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც პირველ ეტაპზე -  მიმდინარე წელს დაიწყება მუშაობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.


შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტები გადაეცემა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს უსასყიდლოდ ბაღების ხელშეწყობის აქტივობების ფარგლებში, ასევე უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება ბაღების მხარდაჭერის ღონისძიებები.


საკოორდინაციო ჯგუფის წევრები არიან : საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, მსოფლიო ბანკის პროექტის  I2Q, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“, არასამთავრობო ორგანიზაცია საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციისა და კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის წარმომადგენლები.
 

ბაღების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის კურიკულუმის ექსპერტთა გადამზადება განხორციელდა