FAQ

შეხვედრა კოლეჯების დირექტორებთან მოდულების პილოტირებასთან დაკავშირებით

5 ნოემბერი 2014

5 ნოემბერს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ეგიდით გაიმართა შეხვედრა  პროფესიული კოლეჯების დირექტორებთან. 

 
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა 62 პროგრამის პროექტი, რომელიც მოიცავს 1080 მოდულს. აღნიშნული ნუსხიდან საპილოტედ შეირჩა 50 მოდული. 
 
პროექტის ხელმძღვანელმა დირექტორებს გააცნო ინფორმაცია, რომ პილოტირების პროცესი დაიწყება 10 ნოემბერს და გაგრძელდება დეკემბრის ბოლომდე. შერჩეული 50 მოდულის პილოტირება წარიმართება  სასწავლო პროცესისაგან დამოუკიდებლად.
 
კოლეჯების შერჩევის მთავარ კრიტერიუმებად დასახელდა: სასწავლებლის მატერიალური ბაზა, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების მზადყოფნა.
პილოტირების პროცესში ჩართვა შეეძლებათ როგორც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, ასევე, კურსდამთავრებულებს და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს. 
შეხვედრა კოლეჯების დირექტორებთან მოდულების პილოტირებასთან დაკავშირებით