FAQ

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16 ივნისი 2023

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესში რესურსცენტრების ჩართულობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით მათი შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების დაგეგმვა.

საწყის ეტაპზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციით, საგანმანათლებლო რესურსცენტრები, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებულ საავტორიზაციო ფიზიკურ ვიზიტებში ჩაერთვებიან, ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ერთიანი მიდგომის დაცვის უზრუნვეყოფის მიზნით.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში რესურსცენტრების როლი ეტაპობრივად გაიზრდება. მათ შორის, სკოლის თვითშეფასების პროცესში მეთოდოლოგიური მხარდაჭერის, ასევე სკოლის მიერ ექსპერტთა დასკვნის პროექტზე არგუმენტირებული უკუკავშირის მომზადების და ექსპერტთა ჯგუფისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ კონკრეტული სკოლის მიმართ გაცემული განმავითარებელი რეკომენდაციების შესრულების პროცესის კოორდინაციის მიმართულებით.
ამ მიზნით, ცენტრი რესურსცენტრის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებებს უზრუნველყოფს.