2023 წლის 04 ივლისი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "ფარმაცევტული ქიმიის" (ინგლისურენოვანი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "ფარმაცევტული ქიმიის" (ინგლისურენოვანი) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტი ლიონ 2-ის "ტურიზმის" ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „უჯრედული ნეირომეცნიერების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
5. შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „სამართლის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
6. შპს ევროპის უნივერსიტეტის „არქეოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/3306294708?pwd=nULMYcu5cHFTANSznFN07pbaibNRc6.1
Meeting ID: 330 629 4708
Passcode: 51u9h3
Passcode: 747733