FAQ

ევროპული ქსელის EQAVET -ის ინდიკატორებთან დაახლოების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28 ივნისი 2023

განათლებისხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს  განვითარების პროგრამის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (VET ფაზა 3)“   მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების მტკიცებულებების გზამკვლევის გადახედვა და  სტანდარტების ინდიკატორებთან ბმაში  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ევროპული (EQAVET)  ინდიკატორების გამოყენების შესაძლებლობა საგანმანათლებლო პროგრამების შესაფასებლად. 


 ცენტრის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ერაძის განცხადებით, „პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განვითარების ამ ეტაპზე, კოლეჯების მონიტორინგის თუ რეავტორიზაციის დროს მნიშვნელოვანია გარე შემფასებლის თუ კოლეჯის მხრიდან მეტი აქცენტი გაკეთდეს არა დოკუმენტაციაზე, არამედ პროცესებზე და მათ შედეგებზე, კოლეჯის მიერ მიღწეულ პროგრესზე ავტორიზაციის პერიოდში, ასევე კონკრეტული პროგრამის შედეგებზე, რაც  EQAVET სისტემის ამოსავალი პრინციპია. შესაბამისად, თვითშეფასებაში ინტეგრირდება პროგრამის განხორციელების მნიზანშეწონილობის ანალიზი, რაც პროგრამის განხორციელების ყოველი ციკლის შემდეგ უნდა გაკეთდეს კოლეჯის მიერ და საფუძვლად დაედოს ამ პროგრამის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას. ის დაეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორებს, როგორიცაა პროგრამაზე ჩარიცხვის, წარმატებით კურსის დასრულების, კურსდამთავრებულთა დასაქმების, შეძენილი უნარების სამუშაო ადგილზე გამოყენების, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე გაწეული ძალისხმევის და სხვა მნიშვნელოვან EQAVET ინდიკატორებს. ეს სხვა ეტაპზე გადაიყვანს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომებს და პირდაპირ მინიშნებას მისცემს კოლეჯებს, რომ მთავარი აქცენტი პროგრამის რეალურ შედეგებზე უნდა გაკეთდეს“.  


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ასევე, გაეროს განვითარების ექსპერტებმა, პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა და ექსპერტებმა .


 შეთანხმებულ მიდგომებთან დაკავშირებით კოლეჯებთან და ექსპერტებთან მალე დაიწყება საჯარო განხილვები და მიდგომების დანერგვის აქტივობები, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
 

ევროპული  ქსელის  EQAVET -ის ინდიკატორებთან დაახლოების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა