დასრულდა განაცხადების მიღება თანამშრომლობითი ვიზიტების მასპინძელი დაწესებულების სტატუსის მოპოვებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით დაინტერესება გამოხატა 11 დაწესებულებამ და დააფიქსირა შესაბამისი ინტერესის სფერო/თემა.
გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე - https://forms.office.com/e/tPQEzxREB4 გაეცნოთ დეტალურ ინსტრუქციას და მიმდინარე წლის 5 ივლისის 18:00-მდე აირჩიოთ თემა, რომელიც თქვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
თანამშრომლობითი ვიზიტისათვის შეირჩევა ის თემა, რომლის მიმართაც მეტი დაწესებულება გამოხატავს ინტერესს.
დეტალური ინფორმაცია თანამშრომლობითი ვიზიტების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/parent/1058/kolegialuri-vizitebi