FAQ

BCG-ის პროფესიათა ჩამონათვალის კვლევის პრეზენტაცია

10 ოქტომბერი 2014

10 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაკვეთით კვლევითი ცენტრის - BCG-ის მიერ განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. 

 
კვლევის მიზანი იყო შრომის ბაზარზე არსებული პროფესიების ჩამონათვალის განსაზღვრა, ახალი პროფესიების იდენტიფიცირება და განსაზღვრულ პროფესიებზე დამსაქმებლების მხრიდან კვალიფიკაციის მოთხოვნის დადგენა. 
 
კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით  9 რეგიონში: თბილისი, აჭარა, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და  შიდა ქართლი. სულ ჩატარდა 322 ინტერვიუ, რომელიც მოიცავდა 21 დარგობრივ მიმართულებას. 
BCG-ის პროფესიათა ჩამონათვალის კვლევის პრეზენტაცია