FAQ

შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!

3 ივლისი 2023

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 5 ივლისს, 16:00 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დისტანციურ რეჟიმში ატარებენ შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის პირველ საინფორმაციო შეხვედრას.

 

პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული იქნება მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოსაცხადებელ რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებს.

 

შეხვედრა 5 ივლისს, 16:00 საათზე, გაიმართება  პლათფორმის მეშვეობით - შეხვედრის ბმულის მონაცემები:

 

 

 

https://us02web.zoom.us/j/88538135101?pwd=L0thcVAxVkh0S2NSQytSVnRiNHJVdz09

Meeting ID: 885 3813 5101

Passcode: 123

 


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის არცერთი სტუდენტი არ დარჩება განათლების უფლების მიღების გარეშე და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სწავლა გააგრძელოს მედიცინის აკრედიტებულ სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც განათლების მართვის საინფორმაციო სიტემის მიერ გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა, სტუდენტებისთვის ჩატარდება დამატებითი სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხილული იქნება რიგგარეშე მობილობის პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხი.