FAQ

შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!

9 ივლისი 2023

გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2023 წლის 11 ივლისს, 12:00 საათზე დისტანციურად ატარებენ შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულიყველა სტუდენტისთვის მეორე საინფორმაციო შეხვედრას.

 

მეორე საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია იმ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მზაობა, რომ სტუდენტთა უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღონ რიგგარეშე მობილობის პროცესში. 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რიგგარეშე მობილობის პროცესში ყველა სტუდენტის კანონიერი ინტერესისრულად იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული.

 

შეხვედრა გაიმართება 11 ივლისს, 12:00 საათზე Zoomპლათფორმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმულის მონაცემები:

Zoom Meeting: https://us02web.zoom.us/j/88538135101?pwd=L0thcVAxVkh0S2NSQytSVnRiNHJVdz09 

Meeting ID: 885 3813 5101

Passcode: 123