FAQ

ცენტრმა განათლების სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

10 ივლისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა განათლების სტუდენტური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოცამდე სტუდენტმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

 

მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა , განათლების მეცნიერებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამამთავრებელი საფეხურიდან.

 

სტუდენტების მიერ წარდგენილი კვლევითი პროექტების პრეზენტაციები თემატურად ფარავდა განათლების ყველა საფეხურს.

 

კონფერენციაზე გაზიარდა საინტერესო პრაქტიკები და რეკომენდაციები მაგისტრანტთა კვლევის თემატიკების შესაბამისად.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოსაზრებით, ამგვარი კონფერენციები წაახალისებს მაგისტრანტების მიერ განხორციელებულ კვლევით კომპონენტს და უფრო მეტად დაახლოებს სისტემის ჩართულ მხარეებს განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზების და გადაჭრის გზების ძიებისთვის.

ცენტრმა განათლების სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა