FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
10 ივლისი 2023

დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოსავლენად.  

 

ხმათა თანაბარი ოდენობა (10-10 ხმა) მოიპოვეს სსიპ კოლეჯმა „ფაზისმა" და სსიპ კოლეჯმა,  „მოდუსმა",   თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის შესაბამისად, ხმების თანაბარი ოდენობით მოპოვების შემთვევაში უპირატესობა მიენიჭა იმ დაწესებულებას, რომელმაც უფრო ადრე გააკეთა განაცხადი. შესაბამისად თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების სტატუსი მოიპოვა სსიპ - კოლეჯ „მოდუსმა" თემით - „სასწავლო პროცესის ორგანიზება“. 

 

დამატებით გაცნობებთ, გაბათილდა იმ დაწესებულებების  ხმები,  რომლებმაც წესის დარღვევით მეორედ მიიღეს მონაწილეობა ხმის მიცემის პროცედურაში. ასევე გაბათილდა ერთი ხმა, რადგან დაწესებულება არ წარმოადგენდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

 

თანამშრომლობითი ვიზიტის შემდგომი ეტაპი  გულისხმობს ზემოაღნიშნული თემით/საკითხით დაინტერესებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ ვიზიტორი დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  peer.visit@eqe.ge   დანართი N3  პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამშრომლობით ვიზიტში მონაწილეობის დასტურის ფორმა გამოგზავნას.

 

ვიზიტორი დაწესებულებების რეგისტრაციის მიზნით განაცხადების მიღება იწარმოებს 10.07.2023 - დან  14.07.2023-ის 18:00-მდე.