შევიდა ცვლილება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში
წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან" და ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან" შესაბამისობის დადგენის მიზნით თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებთან დაკავშირებით ცვლილებებს, რაც ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა.
აღნიშნული ცვლილება იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5825031?publication=0