FAQ

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დაბა თიანეთის “რძის პროდუქტების წარმოების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

10 ივლისი 2023

 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2023 წლის 4 ივლისის   N 820451 გადაწყვეტილებით,  სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს  ჩამოერთვა “რძის პროდუქტების წარმოების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება დაბა თიანეთში.  საბჭოს გადაწყვეტილება განთავსებულია შემდეგ ბმულზე:  https://eqe.ge/media/23091/N820451.pdf

 

 ამდენად, ამ პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს 2023 წლის  4 ივლისიდან  5 წლის ვადით უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ შიდა  მობილობის უფლებით ან გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.