განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინირებითა და ხელშეწყობით მიმდინარეობს ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ თვითშეფასების განხორციელება.
პროცესის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში თვითშეფასების პროცესში ჩართულია 48 მუნიციპალიტეტის 1053 დაწესებულება. ივნისის თვის მდგომარეობით თვითშეფასება დასრულებული აქვს 22 მუნიციპალიტეტის 511 საჯარო და 70 კერძო დაწესებულებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 348 საჯარო და 124 კერძო დაწესებულების თვითშეფასების პროცესი. დანარჩენი რაოდენობა ეტაპობრივად განაწილდება და დაიგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე.