FAQ

ბაღების თვითშეფასების პროცესთან დაკავშირებით შეხვედრების ციკლი გრძელდება

«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
11 ივლისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, მუნიციპალიტეტებისა და დაწესებულებების გაძლიერების მიზნით მეოთხე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.  

შეხვედრა ბაღების დიაგნოსტიკური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა და მას 16 მუნიციპალიტეტისა და გაერთიანების 32 წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ავტორიზაციის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმისა და თვითშეფასების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ჩართული მუნიციპალიტეტები გაეცნენ მათ როლს თვითშეფასების პროცესში და პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკას. 

მსგავსი ფორმატის შეხვედრები ეტაპობრივად ხორციელდება იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ავსებენ თვითშეფასების კითხვარებს. საბოლოოდ შეხვედრების ციკლი ყველა მუნიციპალიტეტს დაფარავს.

ამასთან, პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ცენტრის მხრიდან ამ ეტაპზე შერჩეულია თვითშეფასების 37 სპეციალისტი, რომლებიც ინდივიდუალურად თითოეულ დაწესებულებაში, გაერთიანებასა და მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ვიზიტს და ეხმარებიან მათ თვითშეფასების პროცესის განხორციელებაში.

ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას.