პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის N 856622 გადაწყვეტილებით, შპს „კოლეჯ მესამე სამედიცინოს“ 2023 წლის 19 ივლისიდან აღარ აქვს უფლება განახორციელოს „საექთნო განათლების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. საბჭოს გადაწყვეტილება განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/decisions/12527/show
ამდენად, ამ პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს 2023 წლის 19 ივლისიდან 5 წლის ვადით უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ შიდა მობილობის უფლებით ან გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.