FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

12 ივლისი 2023

შევიდა ცვლილებები „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში.
განხორციელებული ცვლილების თანახმად, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანის ვადები შეიცვალა კლასტერული აკრედიტაციის ვადების გათვალისწინებით. 


განახლებული დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე; https://matsne.gov.ge/ka/document/view/5825031?publication=0