FAQ

კონფლიქტოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოს სხდომა

12 ივლისი 2023


 მიმდინარე წლის  12 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით  გაიმართა   სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის  2022 წლის 15 მაისის N543164  ბრძანებით დამტკიცებული კონფლიქტოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. 

საბჭომ იმსჯელა სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს  2022 წლის 12 ივლისს  ცენტრის დირექტორის N MES 1 22 0000792464 ბრძანებით დამტკიცებული კონფლიტოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შინაარსობრივი ცვლილების შეტანასა და მასში საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებას.   აღნიშნული შესაძლებელია გახდეს საფუძველი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სწავლის სფეროების  კლასიფიკატორში ცვლილების შეტანისა და   0388.2.7. კონფლიქტოლოგიის სწავლის სფეროს, შემდეგი დეტალური სფეროს: „0388 ინტერდისციპლინური, რომელიც მოიცავს სოციალურ მეცნიერებებს, ჟურნალისტიკას, ინფორმაციის მართვას” მე-2 სვეტიდან 1-ელ სვეტში გადმოტანისთვის, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს კონფლიქტოლოგიის  სფეროში უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელონ. 

შეხვედრაზე საბჭომ მიზანშეწონილად სცნო წარმოდგენილი ინიციატივის შესაბამისად ცვლილებების განხორციელება 2022 წელს დამტკიცებულ კონფლიქტოლოგიის დარგობრივ მახასიათებელში და დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა კონფლიქტოლოგიის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის ვებსაიტზე საჯარო განხილვისთვის განთავსებას.