FAQ

ფასილიტატორებთან შეხვედრა გაიმართა

29 სექტემბერი 2014

12 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების შექმნაში მონაწილე ფასილიტატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა, ფასილიტატორებს ის 19 პროგრამა გააცნო, რომლებიდანაც პროფესიულ კოლეჯებში პილოტირებისთვის 50 მოდული შეირჩევა.  პროგრამის სასწავლო სახელმძღვანელოების კოორიდნატორმა, ქალბატონმა ნანი დალაქიშვილმა ფასილიტატორებს პილოტირების გეგმა და მოსამზადებელი სამუშაოების განრიგი წარუდგინა.
 
შეხვედრის ბოლოს, პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამის ფასილიტატორმა, განათლების ექსპერტმა შორენა ჯაფარიძემ, წარმოადგინა პრეზენტაცია პროდუქტის შეფასების შესახებ პროფესიულ განათლებაში. 
ფასილიტატორებთან შეხვედრა გაიმართა